Skip available courses

Available courses

მარკეტინგი და PRახალი დარგია, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს ყო­ვე­ლ­დღიურ ცხოვრებაში. მას იყენებს კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილე ყველა ორგანიზაცია. წარმატებას აღწევს ის, ვისაც ყველაზე მეტად აქვს მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შეცნობისა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მარკეტინგიდა PRჭირდებათ არა მარტო საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ კომპანიებსა და სავაჭრო ფირმებს, არამედ ყველა იმ პროფესიის ადამიანს, რომელიც ორიენტირებულია წარმატებისაკენ. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული სასწავლო კურსი დროის მოცემულ ეტაპზე საკმაოდ აქტუალურია და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. 

აღნიშნულ კურსში წარმოადგენილია ეფექტური მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები ტურიზმში. თანმიმდევრულად განიხილება ტურიზმისა და მასპინძლობის მარკეტინგის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: მარკეტინგული გარემოს ანალიზი; ტურისტული (სასტუმრო) ბაზის სეგმენტირება; მომხმარებელთა ქცევის შესწავლა ტურიზმსა და მასპინძლობაში; ტურისტული პროდუქტის ფორმირება და ინფორმაციული უზრუნველყოფა; მარკეტინგული გამოკვლევები ტურისტულ ბაზარზე: მიმწოდებლებისა და პარტნიორების ძიება; სადისტრიბუციო და საკომუნიკაციების სტრატეგიების შემუშავება, რაც, საერთო ჯამში, დაეხმარება მსმენელს მარკეტინგის ძირითადი მეთოდების, ხერხების და ტექნოლოგიების შესწავლასა და დაუფლებაში.

  ბიზნეს-გეგმა საშუალებას იძლევა წინასწარ განვსაზღვროთ კომპანიის მომავალი საქმიანობა. მისი მიზანია საშუალება მისცეს ბიზნესის მფლობელებს განსაზღვრონ მათი ბიზნესის განვითარების ყველა შესაძლო მიმართულება და აარჩიონ მათგან ყველაზე ეფექტური; დააკმაყოფილოს ბანკების და ინვესტორების ინტერესი, მათ მიერ კონკრეტული პროექტის დაფინანსების მიზანმიმართულობის თაობაზე; არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს მისცეს ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესსა და მის შესაძლო განვითარების პერსპექტივებზე.

მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ორგანიზაციის შესაფერისი ადამიანური

რესურსებით უზრუნველყოფა და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს

თანამშრომელთა შესაძლებლობების გამოვლენასა და რესურსების სრულად გამოყენებას. თუმცა,

ხშირად მენეჯერები არ არიან კმაყოფილნი თანამშრომლებით და მათი მოლოდინი არ მართლდება.

თანამშრომლებიც, თავის მხრივ, ხშირად ფიქრობენ, რომ მეტისმეტი დატვირთვა აქვთ, ან არ ეძლევათ

საკუთარი პოტენციალის და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა.